Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=642709&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა და პერსონალური სპეციფიკაციები

** ანგარიშვალდებულია: აღმასრულებელ დირექტორთან
** დაკავშირებულია: პროგრამის და ადმინისტრაციულ პერსონალთან
** პერიოდი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება 1544 ლარი (ხელზე ასაღები)

მთავარი მიზანი: ადმინისტრაციული და პროგრამული პერსონალის დახმარება სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში

ძირითადი მოვალეობები:

** დაგეგმვა: დირექტორისა და ადმინისტრაციული მენეჯმენტის შეხვედრების დაგეგმვა და კოორდინირება, მათი კალენდრის მართვა და დროული შეხსენება.
** კორესპონდენცია: ოფისში შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის წარმოება, მათ შორის ელ. წერილები, ბეჭდური წერილები და გზავნილები. მათი გადამისამართება შესაბამის პასუხისმგებელ პირებზე.
** დოკუმენტების მართვა: ადმინისტრაციაში ბეჭდური და ელექტრონული ფაილების შენახვა/დაარქივება.
** ადმინისტრაციული დოკუმენტის თარგმანი: დოკუმენტების, მოხსენებების და სხვა წერილობითი მასალების თარგმნა ქართულიდან ინგლისურად და პირიქით. თარგმანის ყველა სიზუსტის და სიცხადის დაცვით.
** ოფისის შეხვედრების თარგმნა: ზეპირსიტყვიერი მთარგმნელობითი სერვისის მიწოდება შეხვედრების, კონფერენციებისა და ღონისძიებების დროს ქართულ/ინგლისურენოვან მონაწილეებს შორის კომუნიკაციის გასაადვილებლად.
** შიდა კომუნიკაცია: ორგანიზაციის შიგნით ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობა შეტყობინებების და ინფორმაციის გადაცემით სხვადასხვა დეპარტამენტებთან და გუნდის წევრებთან.
** გარე კომუნიკაცია: ადმინისტრაციაში შემოსული ზარების მიღება, სათანადო ინფორმაციის მიწოდება ან/და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება. საფოსტო გზავნილების მართვა - გაგზავნა/მიღება, ჩაბარება, გადამისამართება.
** ადმინისტრაციული ღონისძიების დაგეგმვა: ღონისძიებების, სემინარებისა და კონფერენციების მოწყობაში დახმარება, ორგანიზება და კოორდინაცია, ლოჯისტიკის ჩათვლით, როგორიცაა ადგილის მოწყობა, კვება და ტრანსპორტირება.
** ადმინისტრაციული შეხვედრის მომზადება: შეხვედრის მასალების, მათ შორის დღის წესრიგის, პრეზენტაციების და მოხსენებების მომზადება. ყველა საჭირო აღჭურვილობის და რესურსის ხელმისაწვდომის უზრუნველყოფა.
** ადმინისტრაციული დახმარება: ზედა რგოლის მენეჯმენტის მხარდაჭერა სხვადასხვა ადმინისტრაციულ დავალებებში, მათ შორის მონაცემთა შეყვანისა და ანგარიშების წარმოებისთვის.
** მოხალისეთა კოორდინაცია: დახმარება მოხალისეთა საქმიანობის კოორდინაციაში, მათ შორის დაგეგმვაში, კომუნიკაციასა და მხარდაჭერაში.
** ოფისის აღჭურვილობა: ოფისის აღჭურვილობის, კერძოდ კარტრიჯების დროული შეცვლა/დატენა, აღდგენა.
** სხვა ადმინისტრაციული საქმიანობა.
** სხვა - დირექტორისგან გონივრულად მოთხოვნილი ნებისმიერი სხვა მოვალეობის შესრულება.

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV ელ. მისამართზე: vacancy@caritas.ge

გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: ადმინისტრაციული ასისტენტი.

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 17.06.2025
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 27.06.2025

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია