Робота для біженців з України
Senior/Strong Middle Front End React/Next.js დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Senior/Strong Middle Front End React/Next.js დეველოპერი
მომწოდებელი: BSF Group
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
ტექნოლოგიური კომპანია "BSF Group" აცხადებს ვაკანსიას Senior/Strong Middle Front End (React/Next.js) დეველოპერის პოზიციაზე.

თქვენ იმუშავებთ მაღალი დატვირთვის მქონე მრავალფუნქციურ სისტემაზე, სადაც საჭიროა ზუსტი დიზაინის იმპლემენტაცია, კომპონენტების სტრუქტურირებული არქიტექტურა და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების შემუშავება.

თუ თვლით, რომ გაგაჩნიათ ეფექტური კოდის წერის უნარი, გაქვთ გამოცდილება და გიყვართ ტექნიკური გამოწვევები - გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე.

მოვალეობები:

** ვებგვერდის სტილიზაცია Sass/SCSS და TailwindCSS-ის გამოყენებით
** UI კომპონენტების განვითარება TailwindCSS-ის და component-based არქიტექტურის გამოყენებით
** SSR (Server-Side Rendering) და SEO-მეგობრული სტრუქტურის შექმნა
** კოდის გადახედვაში და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა

მოთხოვნილებები:

** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება Frontend ვებდეველოპმენტში
** React, Next.js, და TailwindCSS-ის სიღრმისეული ცოდნა
** SSR/ISR-ის გამოყენება და მასზე მუშაობის გამოცდილება
** Typescript-ის ცოდნა
** ვებსოკეტების სიღრმისეული ცოდნა და მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ყურადღება დეტალების მიმართ
** ინგლისურ ან რუსულ ენის ცოდნა (სასაუბრო)

პირობები:

** მუშაობა ოფისში (საბურთალო, თბილისი), დისტანციური ფორმატი არ განიხილება!
** მეგობრული და პროფესიონალი გუნდი
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება - განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით
** მუდმივი პროფესიული განვითარება ინოვაციურ სფეროში

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: bsfgroupgeorgia@gmail.com

სათაური - Front End Developer Position

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე