Робота для біженців з України
მიმტანი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: კრისტალ ჰოტელ & სპა
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "კრისტალ ჰოტელ & სპა" მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში. კრისტალის საკურორტო ზონა აერთიანებს გონდოლებიან და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს, 6 კმ-იან სათხილამურო ტრასას, საციგურაო მოედანს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს, საცურაო აუზს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ტყე-პარკს - სასეირნო ბილიკებითა და მოსასვენებელი ფანჩატურებით.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://hotelcrystal.ge/

ამჟამად ვეძებთ გუნდის წევრს მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, დიდველის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება:
** არსებული კერძებისა და სასმელების მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მაგიდის გაწყობა;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სტუმრებისათვის ყურადღების მიქცევა და საჭიროებისამებრ დამატებითი შეკვეთის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაცია;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

გუნდის ახალ წევრს ჩვენ ვთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** საცხოვრებლით, ტრანსპორტირებითა და კვებით უზრუნველყოფას;

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
** გასაუბრება HR მენეჯერთან და უშუალო ხელმძღვანელთან.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@hotelcrystal.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე