დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
კრისტალ ჰოტელ & სპა
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
ბაკურიანში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "კრისტალ ჰოტელ & სპა" ეძებს გუნდის ახალ წევრებს დიასახლისის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, დიდველის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროცედურებისა და სტანდარტების შესაბამისად სასტუმროს ოთახების, მისაღები, კორიდორების, საკვები ობიექტების და სხვა ტერიტორიების დასუფთავება.
** დასუფთავების ყოველდღიური რუტინის სქემის შესრულება;
** შემუშავებული დასუფთავების პროექტების შესრულება;
** ქიმიკატებისა და დასუფთავების საშუალებების უსაფრთხოდ და ჯეროვნად მოხმარების წესების ფლობა;
** მიღება განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა;
** სასტუმროს მენეჯერის დავალებების შესრულება;
** შენობის სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
** მასზე მიბარებული ინვენტარის მოვლა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
პიროვნული უნარები:
** მოწესრიგებული და ჰიგიენური;
** პუნქტუალური, დისციპლინირებული და ორგანიზებული;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი;
** დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
გუნდის ახალ წევრს ჩვენ ვთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** საცხოვრებლით, ტრანსპორტირებითა და კვებით უზრუნველყოფას;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის.
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
** ინდივიდუალური გასაუბრება HR მენეჯერთან;
** გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@hotelcrystal.ge ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: 995 598 954 484
|
|
|
|