Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=642669&print=yes&view=jobs
 
საქმისწარმოების სამსახურის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქმისწარმოების სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივნისი
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. სარაჯიშვილის ქუჩა N17.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;

შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. ინდივიდუალური გასაუბრება.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული კორესპონდენციის გაცნობა, დახარისხება და ზუსტი აღრიცხვა;
** შემოსული კორესპონდენციისა და დოკუმენტების გადამისამართება შესაბამის ადრესატთან დადგენილი წესის/სტანდარტის შესაბამისად;
** დოკუმენტებზე მუშაობის პროცესის მოკითხვა, დადგენილ ვადაში მათი შესრულებისა და გაფორმების მონიტორინგი;
** სტრუქტურული ერთეულების მიერ დოკუმენტებზე მუშაობის სისწორის კონტროლი, ხარვეზების გამოვლენა და მათი გამოსწორება;
** გასაგზავნი კორესპონდენციისა და დოკუმენტების ადრესატისთვის გაგზავნის ორგანიზება, საჭიროებისამებრ, კურიერის მომსახურების გამოყენებით;
** გაგზავნილი დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის ადრესატამდე მიტანის მონიტორინგი და შეფერხებების შემთხვევაში, დროული გამოსწორება;
** მიღებული და გაგზავნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი პროგრამული აღრიცხვა და უსაფრთხოდ დაარქივება;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** დოკუმენტბრუნვის აღრიცხვის/წარმოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ან/და ერთ-ერთი ევროპული ენა - B1 დონე (მეტყველება, წერა).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სისტემური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge.

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 26 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია