Робота для біженців з України
კონსულტანტ-ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტ-ტრენერი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Bayernland, Ritter Sport, Reber, Anthon Berg, Cachet, Bottega, Elle & Vire, Dardanel, Dilmah, Beretta, Zucchi, Granarolo და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 40 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად! დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.europroduct.ge

კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-ტრენერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი; (დინამიური გრაფიკი)
ანაზღაურება: ფიქსირებული.
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის თანამშრომლებისთვის ბრენდებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სწავლების ორგანიზება;
** ბრენდების წარდგენა მაღაზიის თანამშრომლებისთვის და განახლებული ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** ბრენდების პრომო აქციების თანამშრომლებისთვის დეტალურად გაცნობა და გაყიდვების წახალისება;
** Glovo/Wolt/Bolt food მიწოდების პლატფორმების სამუშაო პროცესებზე ინფორმაციის მიწოდება სტაფისთვის;
** მომხმარებლებისთვის პროდუქტების პრეზენტაცია და კონსულტაციის გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში, რეგულარული რეპორტინგი ჩატარებულ აქტივობებზე (ფოტო/ვიდეო მასალა, შეფასებები და შედეგები)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება ან მასთან დაკავშირებული სფერო);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია საცალო ვაჭრობის სექტორში);
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** გუნდთან მუშაობის და ადამიანების მოტივაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებული მიდგომა;
** სასურველია ტრენინგ პროგრამების შემუშავების გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარები (MS Office, პრეზენტაციის პროგრამები);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

რას გთავაზობთ ჩვენ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** მეგობრული სამუშაო გარემო;
** სტაბილური ანაზღაურება;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@europroduct.ge (მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება) .

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე