Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიის პირად საკუთრებაშია 1600 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: 3000 ლარი (გამოსაცდელი ვადა 6 თვე)

ფუნქცია-მოვალეობები:

კომპანიის სრული იურიდიული მხარდაჭერა, მათ შორის:

** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისთვის სამუშაოს სწორად დაგეგმვის, გადანაწილების და შესრულების კოორდინაცია;
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი ექსპერტიზა, სამართლებრივი რისკების განსაზღვრა, არსებობის შემთხვევაში სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრა, შესაბამისი ანგარიშის/დასკვნის მომზადება სამომავლოდ სამართლებრივი ხარვეზების გამორიცხვის მიზნით;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება როგორც ქართულ, ასევე რუსულ და ინგლისურ ენებზე;
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების კონტროლი და კომპანიის საქმიანობაში, შესაბამისი ცვლილებების ასახვის დაგეგმვა/კოორდინაცია;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მართვა, სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება, განახლება, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ა. შ.;
** კომპანიის სტრუქტურაში არსებული სამსახურების, დეპარტამენტების და განყოფილებების თანამშრომლებისთვის კვალიფიციური ზეპირი ან/და წერილობითი იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** წინა სახელშეკრულებო მოლაპარაკებების წარმოება;
** მიმართვების, წერილების, ასევე სხვა კორესპონდენციის ვიზირება და იურიდიულად გამართვის კონტროლი;
** სასამართლო და სააღსრულებლო წარმოების პროცესის მართვა და ზედამხედველობა;
** ახალი სუბიექტების (მშ. კომპანიები) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციის კონტროლი;
** შრომითი სამართლიდან გამომდინარე შრომითი ხელშეკრულებების გამართვა და მუდმივი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** კორპორაციულ სამართლებრივ სფეროში და სამართლებრივ დოკუმენტაციასთან მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისურ და რუსულენოვან დოკუმენტაციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
** საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაციით) ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები და თვისებები:

** აკადემიური წერა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "იურისტი "

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე