დასახელება:
ადამიანური რესურსების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ნატალი ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 11 ივლისი
|
კომპანია "ნატალი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მენეჯერის თანამდებობაზე
კომპანია "ნატალი" საქართველოს სილამაზის ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს. ის აერთიანებს სილამაზის სალონებს, სილამაზისა და ჯანმრთელობის ცენტრს, იმიჯ-აკადემიას, რომელიც სალონური მომსახურების სპეციალისტებს ამზადებს, ესთეტიკურ ცენტრს "ნატალი ანტიეიჯ კლინიკას" და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე წამყვან ევროპულ ბრენდებს წარმოადგენს.
ვებსაიტი: http://www.natalibeauty.ge
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი, სამუშაო საათები - მხოლოდ სამუშაო დღეებსა და კომპანიის სამუშაო საათების დროს კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით
დაქვემდებარება: კომპანიის დირექტორი
სამუშაო ფორმა: საოფისე: ოფისში ვიზიტის დღეები/საათები თანხმდება კომპანიის ხელმძღვანელობასთან
ანაზღაურება ნახევარ განაკვეთზე: 1500-2000 ლარი (ნეტ/ხელზე ასაღები) კომპეტენციისა და გამოცდილების მიხედვით
ძირითადი მოვალეობები:
** ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის განვითარება
** ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის კოორდინირება
** თანამშრომელთა კონსულტირება HR პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მათი ინტერპრეტაციის უზრუნველყოფა
** HR დოკუმენტაციის: თანამშრომელთა ხელშეკრულებების, პირადი საქმეებისა და პერსონალთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების/ბრძანებების მართვა
** სამუშაო აღწერილობების შექმნა და პერიოდული განახლება
** რეკრუტინგისა და შერჩევის პროცესის მართვა, მათ შორის სტილისტების, კოსმეტოლოგების და სხვა სპეციალისტების შერჩევა.
** ახალი თანამშრომლის ადაპტაციისა და სოციალიზაციის სისტემის მხარდაჭერა
** თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის განვითარება და მართვა
** თანამშრომელთა მოტივაციის სისტემის განვითარება და მართვა
** კომპანიის მენეჯმენტთან და თანამშრომლებთან მჭიდრო თანამშრომლობა სამუშაო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, კომპანიის ორგანიზაციული კულტურის განვითარების, თანამშრომელთა პროდუქტიულობისა გაზრდის და მათი შენარჩუნების მიზნით.
** ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების შემცირება და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** თანამშრომელთა განვითარებისა და ტრენინგების სისტემის მართვა
** თანამშრომელთა დისციპლინური და თანამშრომელთა სამუშაო დროსთან დაკავშირებული საკითხების მართვა, ტაბელების მენეჯმენტი.
** ხელმძღვანელობის კონსულტაცია, HR მხარდაჭერის უზრუნველყოფა საჭიროების შემთხვევაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს-ადმინისტრირების ან სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით
** ადამიანური რესურსების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება
** ადამიანური რესურსების მენეჯერის/ბიზნეს პარტნიორის/ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ადამიანური რესურსების მართვის სისტემების დანერგვა-განვითარებაში მონაწილეობის გამოცდილება
** შრომის კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე)
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები:
** განვითარებული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები
** განვითარებული ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები
** კონფლიქტების მართვის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და კარგი არგუმენტაციის უნარები
** დროის მართვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანაზაე ყურადღების განაწილების უნარი (mutlitasking)
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელმისამართზე: career@ebit.ge
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 11 ივლისი
გთხოვთ, მეილში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
|
|
|
|