დასახელება:
სტუმრების მომსახურების აგენტი
|
მომწოდებელი:
ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუ
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
მზად ხარ ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის "Hilton"-ის დიდი ოჯახის წევრი?
ჩვენ გეძებთ შენ - საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს კვების და სასმელების განყოფილებაში სტუმრების მომსახურების აგენტის პოზიციაზე.
"Hilton Garden Inn Tbilisi Riverview" - ახალი, თანამედროვე და ელეგანტური სასტუმრო, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ უმასპინძლა პირველ სტუმრებს და შენ გეძლევა შესაძლებლობა გახდე სტუმართმასპინძლობის სფეროს პროფესიონალი და ეზიარო განვითარების უსაზღვრო პერსპექტივებს.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს
** მსოფლიოს მასშტაბით ჰილტონის ფასდაკლებების პროგრამას
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ორჯერად კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ღირსეულ სამუშაო პირობებს
** სხვადასხვა სახალისო აქტივობებს და წამახალისებელ პროექტებს
** უფასო ტრენინგებს ჰილტონის, ლინქდინის და ჰარვარდის საგანმანათლებლო პლატფორმებზე
** ჯიემების აკადემიაში სწავლის შესაძლებლობას
რას ველით შენგან:
** ყოველ დღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას
** პოზიტიურ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ
** განვითარების სურვილს და მოტივაციას იმისა, რომ ჩვენს სტუმრებს ერთად შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი.
ველოდებით შენს რეზიუმეს ელ ფოსტაზე: tbsrv.hr@hilton.com
მადლობა ინტერესისთვის, შეხვედრამდე!
|
|
|
|