Робота для біженців з України
ციფრული მარკეტინგის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის უფროსი
მომწოდებელი: ზიონი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 07 ივლისი
"ZION დეველოპმენტი" 2022 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ახორციელებს პრემიალური საცხოვრებელი კომპლექსების, ბიზნეს ცენტრებისა და სასტუმროების მშენებლობას ქვეყნის მასშტაბით.

"ZION დეველოპმენტის" ყველა პროექტი არის ინოვაციური და პრემიალური ხარისხის. ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცეები, სადაც ადამიანები თავს იგრძნობენ კომფორტულად, დაცულად და ფასეულად. ჩვენი ერთ-ერთი პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე http://zion.ge/.

"ზიონის" გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ციფრული მარკეტინგის უფროსს, რომელიც შეიმუშავებს, განახორციელებს და მართავს კომპანიის ციფრულ მარკეტინგულ კამპანიებს.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00.

ჩვენ გთავაზობთ მუშაობას უნიკალურ გუნდში უნიკალური გამოწვევებით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ციფრული მარკეტინგული სტრატეგიისა და ბიუჯეტის შემუშავება;
** სამიზნე აუდიტორიის შესწავლა, კამპანიების დაგეგმვა, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
** კომპანიის ვებგვერდის, landing page-ს მართვა, განახლება და მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში ახალი ვერგვერდის შექმნაში მონაწილეობა;
** სოციალური მედიის ანგარიშების მართვა მეტა და Google-ის პლატფორმებზე;
** ოპიტიმიზირებული კონტენტის შესაქმნელად გრაფიკულ დიზაინერთან და ქოფირაითერთან ერთად მუშაობა;
** სხვადასხვა ვებ გვერდებზე საბანერე ადგილების შერჩევა, საბანერე რეკლამის განთავსება და მონიტორინგი;
** Google და Linkedin Adwords - სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
** უძრავი ქონების კომერციულ ვებგვერდებზე გასაყიდი ბინების შესახებ განცხადებების განთავსება, კონტროლი და განახლება;
** შეთავაზებებისა და მშენებლობის რეპორტების Newsletter-ების გაგზავნა შესაბამის ბაზებზე, საჭიროების შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:

** ციფრული მარკეტინგული პროექტების მართვის 3+ წლიანი გამოცდილება (დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ციფრული მარკეტინგული პროექტებისთვის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
** AI ხელსაწყოების გამოყენების და სიახლეების დანერგვის გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
** ციფრული მარკეტინგული პროცესების ავტომატიზაციის გამოცდილება;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები;
** სტრატეგიული აზროვნება.

რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@zion.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: განმცხადებლის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე