Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=642609&print=yes&view=jobs
 
მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ზიონი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 07 ივლისი
"ZION დეველოპმენტი" 2022 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ახორციელებს პრემიალური საცხოვრებელი კომპლექსების, ბიზნეს ცენტრებისა და სასტუმროების მშენებლობას ქვეყნის მასშტაბით.

"ZION დეველოპმენტის" ყველა პროექტი არის ინოვაციური და პრემიალური ხარისხის. ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცეები, სადაც ადამიანები თავს იგრძნობენ კომფორტულად, დაცულად და ფასეულად. ჩვენი ერთ-ერთი პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე http://zion.ge/.

"ზიონის" გუნდში ვეძებთ მოტივირებულ მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერს, რომელსაც აქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

დაქვემდებარება: გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო დრო: 5 სამუშაო დღე, გრაფიკების მიხედვით.
სამუშაო საათები: 10:00-18:00.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპეციალურ ფასდაკლებას Tsur Group-ში შემავალი კომპანიების პროდუქტებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან კომუნიკაციის დაწყება - ზარის განხორციელება, მისასალმებელი ელექტრონული ფოსტის გაგზავნა, სამეზობლო ჯგუფში დამატება;
** კლიენტის მხრიდან მოთხოვნილი ნებისმიერი სახის დოკუმენტაციის მიწოდება;
** დავალიანების კონტროლი-დავალიანების შეხსენება;
** გადახდის პირობის ცვლილება-შიდა განვადებიდან სესხზე გადასვლა;
** კლიენტების ბაზების მართვა /რეპორტინგი;
** სამშენებლო ობიექტზე ვიზიტი (პრე რემონტის ტურების პროცესის დაგეგმვა და მართვა, არაგეგმიური ვიზიტების განხორციელება - საჭიროების შემთხვევაში);
** არქიტექტორთან ვიზიტის ჩანიშვნა-ტიხრების დედლაინის მიხედვით. ვიზიტების კონტროლი, შეთანხმების პროცესის Follow Up-ი;
** ბინის ჩაბარება-ჩაბარებამდე ბინის შემოწმება ხარვეზების ჭრილში, ბინის მომზადება;
** გასაღების გადაცემა (ჩაბარების დროს ან საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე);
** საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცესის დაგეგმვა;
** ბინის ჩაბარების შემდგომ საგარანტიო პერიოდის მართვა, ბინაში მიმდინარე ხარვეზების მონიტორინგი და მათი გამოსწორების პროცესის დელეგირება;
** პრობლემური საკითხების დელეგირება/გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (აუცილებელია სამშენებლო/ დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა);
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციების წარმართვის უნარი.

რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@zion.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: განმცხადებლის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია