Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ზიონი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 07 ივლისი
"ZION დეველოპმენტი" 2022 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ახორციელებს პრემიალური საცხოვრებელი კომპლექსების, ბიზნეს ცენტრებისა და სასტუმროების მშენებლობას ქვეყნის მასშტაბით.

"ZION დეველოპმენტის" ყველა პროექტი არის ინოვაციური და პრემიალური ხარისხის. ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცეები, სადაც ადამიანები თავს იგრძნობენ კომფორტულად, დაცულად და ფასეულად. ჩვენი ერთ-ერთი პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე http://zion.ge/.

"ზიონის" გუნდში ვეძებთ მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც აქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

დაქვემდებარება: გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო დრო: 5 სამუშაო დღე, გრაფიკების მიხედვით.
სამუშაო საათები: 10:00-18:00.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპეციალურ ფასდაკლებას Tsur Group-ში შემავალი კომპანიების პროდუქტებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვებში შემომავალ სატელეფონო ზარებსა და Messenger-ში შეტყობინებებზე პასუხი;
** დაინტერესებულ პირებთან გამავალი სატელეფონო ზარების განხორციელება;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დისტანციურად ან პირისპირ;
** მომხმარებლებთან შეთავაზებების ელექტრონული ფოსტით, Messenger, WhatsApp, Viber და სხვა საკომუნიკაციო არხებით გაგზავნა;
** მომხმარებლისთვის ბინის შერჩევაში მონაწილეობა;
** მომხმარებლის დარწმუნება/დახმარება, გადაწყვეტილების მიღებაში;
** პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა როგორც ოფისში, ასევე სამშენებლო ობიექტზე;
** მომხმარებლისთვის ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა;
** მომხმარებლის ბანკის წარმომადგენელთან დაკავშირება;
** გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პოტენციური მომხმარებლისთვის ხელშეკრულების და სხვა საბუთების მომზადება;
** ყველა ზარის და ვიზიტორის CRM პროგრამაში აღრიცხვა;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების წარმოებაში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია უძრავი ქონების/ დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა);
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციების წარმართვის უნარი.

რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@zion.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: განმცხადებლის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე