Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=642605&print=yes&view=jobs
 
ანაზღაურებადი ERP სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი ERP სტაჟიორი
მომწოდებელი: პრაგმა
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
ვინ ვართ ჩვენ?

"პრაგმა" - პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ორგანიზაციების დამხმარე პროცესების მართვა და აუთსორს მომსახურება. ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ 2018 წლიდან.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნოთ ვებგვერდზე: https://www.pragma.ge

ვაცხადებთ ვაკანსიას ანაზღაურებადი ERP სტაჟიორის პოზიციაზე (შემდგომში დასაქმების პერსპექტივით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის შიდა ERP სისტემის 1C შესწავლა და მასზე სრულყოფილი ცოდნის მიღება
** თანამშრომელთა ტრენინგების ჩატარება სხვადასხვა დეპარტამენტისთვის
** ინსტრუქციების მომზადება ტექსტური, ვიდეო და პრეზენტაციის ფორმატში (მოდულების მიხედვით)
** ორგანიზაციის შიდა პროცესების გაცნობა, ანალიზი და პროგრამაში თანამშრომელთა ქმედებების შესაბამისობის კონტროლი
** პროგრამული პროცესების მონიტორინგი და პრობლემური შემთხვევების იდენტიფიცირება
** საჭიროების შემთხვევაში, პროგრამული ხარვეზების აღმოჩენა/გადაჭრაში თანამშრომლების დახმარება
** უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რუსული ენის ცოდნა
** Excel-ის საშუალო ან მაღალ დონეზე ცოდნა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: არასრული, შეთანხმებით
** ფიქსირებული ანაზღაურება: 500 ლარიდან (NET)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათაო ოფისი

სოციალური პაკეტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ლანჩით უზრუნველყოფა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** კორპორატიული ნომერი
** პარკინგი

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა
სტაჟირების ხელშეკრულება 3 თვე

დასაქმებულის უფლებები:

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

წინა სახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ERP სტაჟირება"

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია პრაგმას მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიის, ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია