დასახელება:
ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
ბაუსერვისი
|
გამოქვეყნდა: 16 ივნისი
/ ბოლო ვადა: 16 ივლისი
|
შპს "ბაუსერვისი" სამშენებლო სფეროში აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის №134
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად (განიხილება დამწყებიც)
ფუნქცია-მოვალეობები:
** ძირითადი პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვის ფაილის და შეთავაზების ფორმის მართვა;
** პროექტების მიხედვით შუალედური შედეგების ანალიზი დაგეგმილთან შედარებით (მასალა, ხელფასი, პროექტის ხანგრძლივობა);
** პროექტების და სერვისების მიხედვით მომგებიანობის ანალიზი;
** ფინანსური ანგარიშგებების შედგენა (ფაქტობრივი, გეგმიური);
** პროექტების საპროგნოზო ქეშფლოუ;
** პროექტის სასიცოცხლო ციკლის პერიოდში ბრუნვაში არსებული ყველა დოკუმენტაციის დახარისხება;
** პროექტების მენეჯერისგან ყოველდღიურად მიღებული პრობლემური საკითხების აღრიცხვა;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა ობიექტების მიხედვით;
** პროექტებზე გაწეული ყველა ხარჯის აღრიცხვა (მივლინება, საწვავი და.ა.შ);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ზუსტი მეცნიერებების (მათემატიკა ან ფიზიკა) მიმართულებით;
** პროგრამა Excel-სა და PowerPoint მაღალ დონეზე ცოდნა;
** გამოცდილება 1 წელზე ნაკლები;
პიროვნული მახასიათებლები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** კომფორტული სამუშაო გარემო
** ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - HR@bs.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ანალიტიკოსი".
|
|
|
|