Робота для біженців з України
ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენერი
მომწოდებელი: DVV International
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"DVV International" საქართველო აცხადებს ვაკანსიებს ტრენერებისთვის შემდეგი მიმართულებებით:

** აუდიო ტექნიკის ტრენერი — რადიო და პოდკასტის აღჭურვილობა
** რადიოჟურნალისტიკის ტრენერი — თემატიკის შერჩევა და კონტენტის შექმნა
** აუდიტორიის ჩართულობისა და კომუნიკაციის ტრენერი

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადა: 22 ივნისი, 2025 წელი.

გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International), საქართველოში 2002 წლიდან მუშაობს. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში არაფორმალური განათლების გარშემო ცნობიერების ამაღლებასა და საკითხის ადვოკატირებას, სიღარიბის დაძლევას კარიერული დაგეგმვისა და დასაქმების პროგრამების მეშვეობით, კონფლიქტის მოგვარებასა და მშვიდობის დამყარებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://www.dvv-international.ge

DVV International, "Radio Power" პროექტის ფარგლებში, ივლისის თვეში ჩაატარებს 10-დღიან ინტენსიურ ტრენინგს (დაყოფილი ორ ნაწილად: 5-5 დღე) 12 სათემო რადიოს ხელმძღვანელისა და 12 ახალგაზრდა ქალი ლიდერისთვის.

ტრენინგის მიზანია, მონაწილეებმა ისწავლონ:

** რადიოს/პოდკასტის ტექნიკასთან მუშაობა
** თემისთვის მნიშვნელოვანი და ხარისხიანი კონტენტის შექმნა
** ინფორმაციის გადამოწმებისა და კვლევის თანამედროვე მეთოდები
** თემის საჭიროებების ეფექტურად კომუნიკაცია სოციალური მედიისა თუ საზოგადოებრივ სივრცეებში

ტრენინგის ჩატარების ადგილი: გორი და ქუთაისი

ტრენინგის მოდულები და შესაბამისი ვაკანსიები
მოდული I - აუდიო ტექნიკის ტრენერი (2 დღე)

მთავარი თემები:

** რადიოსა და პოდკასტის ტექნიკის ტიპები და ფუნქციები
** აუდიო მოწყობილობების ძირითადი კომპონენტები
** ხმის ხარისხის კონტროლი და ჩაწერის ტექნიკა
** აუდიოფაილების შენახვა, ფორმატირება და გადაცემა
** პრაქტიკული სავარჯიშოები რეალურ გარემოში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუდიო/ვიდეო ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია გამოცდილება რადიოში ან/და პოდკასტინგში
** ტრენინგების ჩატარების უნარი

მოდული II - ჟურნალისტიკისა და რადიო კონტენტის ტრენერი (5 დღე)

მთავარი თემები:

** ჟურნალისტური ეთიკა და პროფესიული სტანდარტები
** სიუჟეტის სტრუქტურა, ტონი და ხმა რადიოში
** ინტერვიუს ტიპები და პრაქტიკული ვარჯიში
** ამბის ეფექტურად თხრობა
** ინფორმაციის მოძიება და საკითხზე სიღრმისეული კვლევის ჩატარება
** წყაროების სიზუსტის გადამოწმების მეთოდები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მედიაში (უპირატესობად ჩაითვლება რადიოში ან/და პოდკასტინგში მუშაობის გამოცდილება)
** ფაქტების გადამოწმებისა და კვლევის ჩატარების მეთოდების ცოდნა
** ტრენინგების ჩატარების გამოცდილება

მოდული III - კომუნიკაციისა და სოციალური მედიის ტრენერი (3 დღე)

მთავარი თემები:

** აუდიტორიის გაზრდის ონლაინ და ოფლაინ სტრატეგიები
** შინაარსის სტრატეგიული დაგეგმვა სოციალურ მედიაში
** ვიზუალური და ტექსტური კონტენტის შექმნა (მაგ. Canva, ვიდეორგოლები)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოციალური მედიის მენეჯმენტში, PR-ში ან მარკეტინგში გამოცდილება
** კონტენტის შექმნისა და გავრცელების ხელსაწყოების ცოდნა (Canva, Meta Tools, Creator Studio და სხვა)
** ტრენინგის ჩატარების გამოცდილება

მოდულების ხანგრძლივობა შესაძლოა შეიცვალოს ტრენინგის კურიკულუმის დაგეგმვის პროცესში.

DVV International - საქართველო იწვევს დაინტერესებულ ტრენერებს — როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. შესაბამისი კვალიფიკაციის შემთხვევაში, კანდიდატს შეუძლია განაცხადი შეიტანოს ერთზე მეტ მოდულზე მონაწილეობისთვის.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და ტრენინგის კურიკულუმის შემოთავაზება (ძირითადი თემებით და სამუშაო ფორმატით) შემდეგ მისამართზე: sirbiladze@dvv-international.ge და nana.gogoxia@gmail.com

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე