Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=642585&print=yes&view=jobs
 
Account Executive
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Account Executive
მომწოდებელი: eCommerce 360
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
ციფრული კომერციის გადაწყვეტილებების კომპანია "eCommerce 360" აცხადებს ვაკანსიას Account Executive-ის პოზიციაზე თბილისში. შერჩეული კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება როგორც კომპანიის არსებული მსხვილი კლიენტების - "ელიტ ელექტრონიქსის", "აგროჰაბის", "ზუმერის", "გუდვილისა" და "ალტას" - მომსახურებაზე, ასევე ახალი პარტნიორების მოზიდვაზე.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა გაყიდვების სფეროში 2-3 წლიანი გამოცდილების მქონე მოტივირებული და ენერგიული პროფესიონალისთვის, რომელსაც სურს, განვითარდეს დინამიურ გარემოში და წვლილი შეიტანოს საქართველოს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის ზრდაში.

ჩვენ შესახებ: eCommerce 360 არის ელექტრონული კომერციის სრული პლატფორმის მიმწოდებელი, რომელიც ეხმარება წამყვან ქართულ კომპანიებს, შექმნან და განავითარონ წარმატებული ონლაინ ბიზნესი. ჩვენი პლატფორმა მორგებულია ისეთ სექტორებზე, როგორებიცაა: საცალო ვაჭრობა, კვების პროდუქტების მიწოდება, სააფთიაქო ქსელები, წიგნებითა და სათამაშოებით ვაჭრობა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ ლიდერებთან, როგორებიც არიან "ელიტ ელექტრონიქსი", "აგროჰაბი", "ზუმერი", "გუდვილი", "ალტა" და სხვა.

ვეძებთ პროაქტიულ და ენერგიულ Account Executive-ს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს, იზრუნებს არსებულ პარტნიორებზე და მოიზიდავს ახალ კლიენტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** ანგარიშების მართვა და განვითარება: ჩვენს არსებულ კლიენტებთან ("ელიტ ელექტრონიქსი", "აგროჰაბი", "ზუმერი", "გუდვილი", "ალტა" და სხვა) მჭიდრო და სანდო ურთიერთობების შენარჩუნება; მათი ბიზნეს საჭიროებების ღრმა ანალიზი და დამატებითი სერვისების შეთავაზება (upsell & cross-sell) მათი კმაყოფილებისა და შემოსავლების ზრდის მიზნით.
** ახალი ბიზნესის მოზიდვა: ახალი პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება, მათთან
კომუნიკაციის დამყარება და კომპანიის სერვისების შეთავაზება საცალო ვაჭრობის, ელექტრონიკის, ავეჯის და სხვა პრიორიტეტულ სექტორებში.
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება: გაყიდვების ინდივიდუალური და
გუნდური გეგმების შესრულება.
** გაყიდვების პროცესის მართვა (Pipeline Management): გაყიდვების ყველა ეტაპის პროაქტიული მართვა, საწყისი კონტაქტიდან ხელშეკრულების დადებამდე, CRM სისტემაში მონაცემების ზუსტი ასახვით.
** პროდუქტის ექსპერტული ცოდნა: eCommerce 360-ს პლატფორმისა და სერვისების
სიღრმისეულად შესწავლა და მათი უპირატესობების ეფექტურად წარდგენა სხვადასხვა ზომისა და ტიპის აუდიტორიისთვის.
** ბაზრის ანალიზი: საქართველოს ელექტრონული კომერციის ბაზარზე არსებული
ტენდენციების, კონკურენტების საქმიანობისა და ახალი შესაძლებლობების მუდმივი მონიტორინგი.
** ანგარიშგება: გაყიდვების აქტივობებისა და შედეგების შესახებ რეგულარული რეპორტების
მომზადება მენეჯმენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის, მარკეტინგის ან მომიჯნავე სფეროში.
** B2B გაყიდვების ან კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება. SaaS, ციფრული ან IT პროდუქტების გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** არსებული კლიენტების მართვისა და ახალი მომხმარებლების მოზიდვის გამოცდილება.
** ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარები.
** ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი.
** მაღალი მოტივაცია, შედეგზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** CRM პროგრამებთან (მაგ., Zoho, HubSpot, Salesforce) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პლუსად.
** სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას და მიღწეულ შედეგებზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას.
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას eCommerce 360-ში.
** დინამიურ, გუნდურ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებსა და რესურსებს.
** გუნდურ და კორპორატიულ ღონისძიებებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: Tatianarchemashvili@lemondo.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია