Робота для біженців з України
საცალო გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
კომპანია "ასორტი ვერე" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.
კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 09:00 - 18:00 სთ.-მდე ან 10:00 - 19:00 სთ.-მდე

ძირითადი ფუნქციები:

** საცალო მომხმარებლების სეგმენტაცია (ასაკის, შემოსავლის, საქმიანობის სფეროს, ტიპის მიხედვით);
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება;
** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა მომხმარებლებისთვის მიზნობრივი კამპანიების შესაქმნელად;
** მომხმარებელთან ურთიერთობის მაღალი ხარისხით წარმოება და მათი კმაყოფილების უზრუნველყოფა;
** შეკვეთის მიღების, დამუშავების და მიწოდების პროცესის მაღალი ეფექტიანობით განხორციელების უზრუნველყოფა;
** საცალო გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, რომელიც გამომდინარეობს პოზიციის სპეციფიკიდან, კომპანიაში დადგენილი შიდა რეგულაციების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office (Excel, Word, Power Point)).

პიროვნული მახასიათებლები:

** დროული რეაგირებისა და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ოპერატიულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -საცალო გაყიდვების ოპერატორი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე