Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=642574&print=yes&view=jobs
 
ბრენდ მენეჯერი/პროდაქტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერი/პროდაქტ მენეჯერი
მომწოდებელი: ავტორაიდერი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
შპს "ავტორაიდერი" საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას: ბრენდ მენეჯერის/პროდაქტ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის უცხოელ პარტნიორებთან მუდმივი საქმიანი კომუნიკაცია
** ბაზრის და გაყიდვების ანალიზის საფუძველზე ზუსტი შეკვეთების და ოპტიმალური შესყიდვების განხორციელება;
** სოციალური მედიის მართვა (ფეისბუქი, ინსტაგრამი .....)
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით, სრულყოფილად კარგად შესწავლა. პროდუქტის შესახებ საჭირო ინფორმაციით კონსულტანტების უზრუნველყოფა, მათი ტრენინგი საჭიროების შემთხვევაში;
** მოგების მაქსიმიზირების მიზნით პროდუქტის ოპტიმალური ფასების განსაზღვრა და მათი მუდმივი კონტროლი. საჭიროებისას ფასების სწორი და დროულად ცვლილება,
** პროდუქტის გაყიდვების ზრდისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ყველა საშუალებით, მათ შორის მარკეტინგის და პრომოუშენის დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობა, ახალი კლიენტების (მათ შორის კორპორატიულების) მოძიება-მოზიდვა, ძველი კლიენტების შენარჩუნება და მათი ლოიალობის გაზრდა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება საცხებ-საპოხი საშუალებების სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე აპლიკანტს;
** სტანდარტული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** მათემატიკის ძალიან კარგი ცოდნა;
** ლოგიკური აზროვნების ძლიერ განვითარებული უნარი;
** ენერგიული და კომუნიკაბელური, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით;
** მკაფიო და გამართული მეტყველების უნარი;
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

განაცხადის შემოტანის ვადაა 30 დღე, ვაკანსიის გამოქვეყნებიდან.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: b.mebonia@autorider.ge.

მეილის სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია