Робота для біженців з України
ტრაქტორის ხელოსანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრაქტორის ხელოსანი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ტრაქტორის ხელოსნის პოზიციაზე:

"ასპ-გრუპი"-ს საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 22 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/

კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი;
** სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები;
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე);

მოვალეობა:

** ტრაქტორებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დიაგნოსტიკა და შემოწმება;
** მექანიკური, ელექტრო და ფისრავლიკური სისტემების შეკეთება;
** პერიოდული სერვისის (ზეთის, ფილტრის) შესრულება;
** დაზიანებული ნაწილების გამოცვლა;
** ტრაქტორების: მოვლა, შეღებვა, გარეცხვა.
** მობილურ ჯგუფებთან ერთად გადაადგილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე