Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: BC Wash
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
კომპანია "BC Wash" წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტებზე დამყარებულ ავტოსამრეცხაოს, რომელიც აერთიანებს ავტომობილის მომსახურების სრულ ციკლს და მომხმარებელზე ორიენტირებულ კაფეს. კომპანია მდებარეობს ბათუმში და გამოირჩევა მაღალი ხარისხის მომსახურებით, პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

კომპანია BC Wash აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე და ეძებს ენერგიულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელიც გახდება ჩვენი სწრაფად განვითარებადი გუნდის წევრი.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა პროფესიონალური და თავაზიანი მომსახურება;
** სასმელების მომზადება;
** კაფის ჰიგიენისა და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა;
** ოპერაციული პროცესის გამართულად მართვაში ჩართვა;
** გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ყავის მომზადების ტექნიკისა და სერვისის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა;
** პოზიტიური დამოკიდებულება და მოტივაცია;

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:
ფიქსირებული ანაზღაურება

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზედაც აგზავნით რეზიუმეს. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე