დასახელება:
ექიმი ენდოკრინოლოგი
|
მომწოდებელი:
ეროვნული სკრინინგ ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 16 ივნისი
/ ბოლო ვადა: 16 ივლისი
|
ა(ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ექიმი ენდოკრინოლოგი.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ენდოკრინოლოგის უფლება-მოვალეობებია:
** მიიღოს და კონსულტაცია გაუწიოს პაციენტს, როგორც პროგრამული, ასევე ცენტრის არაპროგრამული მომსახურების ფარგლებში;
** პაციენტს საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს სრული ინფორმაცია ციტოლოგიური კვლევისა და მისი შესაძლო გართულებების შესახებ;
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციის შემდეგ მისცეს პაციენტს რეკომენდაცია ან დანიშნულება;
** კონსულტაციის შედეგები შეიტანოს ცენტრის ელექტრონული პროგრამის ანკეტის სპეციალურ ფორმაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის საქმიანობაში;
** სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@gnsc.ge. ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
შენიშვნა:
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ ა(ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაძლოა თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზეც. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ა(ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრის" მიერ მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.
|
|
|
|