Робота для біженців з України
ექიმი მამოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი მამოლოგი
მომწოდებელი: ეროვნული სკრინინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი მამოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი. (საჭიროების შემთხვევაში მივლინებები საქართველოს მასშტაბით).
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.

ძირითადი მოვალეობები:

** მიიღოს და ფიზიკალური გასინჯვა ჩაუტაროს პაციენტს;
** საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპიური კვლევის რეკომენდაციის შესაბამისად ჩაატაროს ძუძუს ციტოლოგიური კვლევა ექოსკოპიური კონტროლით;
** პაციენტს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ციტოლოგიური კვლევისა და მისი შესაძლო გართულებების შესახებ;
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციის შემდეგ მისცეს პაციენტს რეკომენდაცია ან დანიშნულება;
** საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს სკრინინგის პროგრამის პრომოციის საკითხებში;
** მონაწილეობა მიიღოს მულტიდისციპლინალური ჯგუფის შეხვედრებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის საქმიანობაში;
** სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@gnsc.ge. ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

შენიშვნა:

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაძლოა თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკასიაზეც. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრის" მიერ მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე