Робота для біженців з України
არაკომერციული მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არაკომერციული მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში ცენტრალური ფილიალის არაკომერციული მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** კომპანიის არაკომერციულ საწყობებში გაწერილი გეგმის შესაბამის ვადებში ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა.
** ინვენტარიზაციის პროცესებში აქტიური ჩართულობა და შესაბამისი დოკუმენტაციის ფორმირება.
** ინვენტარიზაციის დაგეგმილი ვადებისგან გადაცდენის შემთხვევაში უშუალო უფროსთან ინფორმაციის მიწოდება.
** აღწერის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა-დანაკლისის პროგრამული გადამოწმება.
** ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული იდენტიფიცირება;
** ინვენტარიზაციის ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

გამოაგზავნე განაცხადი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე