დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ქებული კლიმატი
|
გამოქვეყნდა: 16 ივნისი
/ ბოლო ვადა: 15 ივლისი
|
"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://www.qebuli-climate.ge
ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
პოზიცია ექვემდებარება: კომერციულ დირექტორს
დაქვემდებარებაში ჰყავს:
** საცალო გაყიდვების განყოფილება
** სადილერო გაყიდვების განყოფილება
** კორპორატიული გაყიდვების განყოფილება
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 15/07/2025
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: გაყიდვების გუნდისა და არხების მართვა, ბაზრის ანალიზი და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული პროცესების კოორდინაცია.
ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების არხების (საცალო, სადილერო, კორპორატიული) კოორდინაცია
** ბაზრის ანალიზი და პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება
** გაყიდვების გუნდის მართვა და მხარდაჭერა
** გაყიდვების გეგმებისა და სამოტივაციო სისტემის მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში, ფინანსებსა ან შესაბამის სფეროში.
** სამუშაო გამოცდილება - ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; მსგავსს სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ენების ცოდნა - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** ERP სისტემების ცოდნა - 1C სისტემის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** Microsoft Excel-ის ცოდნა - მაღალ დონეზე.
** დამატებითი კვალიფიკაცია - სასურველია გაყიდვებთან ან საქმიანობის შესაბამის სხვა თემატიკასთან დაკავშირებული ტრენინგების გავლა.
** ბაზრის კვლევის მეთოდებისა და ანალიზის ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათაო ოფისი,
სოციალური პაკეტი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ლანჩით უზრუნველყოფა
** პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლება
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** კორპორატიული ნომერი
** პარკინგი
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:
** წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა
** ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გაცნობებთ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
დასაქმებულის უფლებები:
როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს.
|
|
|
|