Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: შვიდი ვაინი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
შპს "შვიდი ვაინი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქალაქ თელავში.

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშ-პარასკევი) 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე; შაბათს 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე;
სამუშაო ადგილი: თელავი, აღმაშენებლის 29 ა;
გამოსაცდელი ვადა : 3 თვე (ანაზღაურებადი)
ანაზღაურება: გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად

ჩვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://shvidiwine.com/

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების მომზადება;
** ნავაჭრი თანხის ნაშთის გამოყვანა და შედარება პროგრამულ გატარებებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე და საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა, სანდოობა;
** სხარტი აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: d.khachidze@shvidiwine.com 2025 წლის 15 ივლისამდე; სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე