დასახელება:
უნაღდო ანგარიშსწორების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Georgia Destination Management
|
გამოქვეყნდა: 16 ივნისი
/ ბოლო ვადა: 16 ივლისი
|
სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას უნაღდო ანგარიშსწორების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური საბანკო ოპერაციების წარმოება;
** განხორციელებული საბანკო გადარიცხვების პროგრამაში ასახვის და გადარიცხვების კონტროლი;
** კომპანიის საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის და ნაშთების კონტროლი;
** ბანკებთან კორესპონდენციის წარმოება ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** პირველადი დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება და კონტროლი;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე ატვირთული სასაქონლო ზედნადებების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00) მისამართი: ვერა, ქუჩიშვილის ქ. N 11
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე : HR@GDM.GE აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება! გისურვებთ წარმატებას.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
|
|
|
|