დასახელება:
B2B გაყიდვების მენეჯერი - სტაჟიორი
|
მომწოდებელი:
CHARTER-LINK
|
გამოქვეყნდა: 16 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
"CHARTER-LINK" აცხადებს "B2B გაყიდვების მენეჯერის" პოზიციაზე ანაზღაურებად სტაჟირებას შემდგომი დასაქმებით.
კომპანია ოპერირებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. 12 წლიანი გამოცდილება და რეგიონში სექტორის ერთ-ერთი მოწინავე პოზიციონირება გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს კომფორტული და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მიმდინარე/დასრულებული უმაღლესი განათლება
** უპირატესად ჩაითვლება გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით
სამუშაოს აღწერა:
** რეგულარული მოლაპარაკებების წარმართვა პოტენციურ მომხმარებლებთან (B2B)
** ახალი არხების მოძიება და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება
** შეკვეთების დამუშავება, ტვირთების აღწერილობის, სპეციფიკის შესახებ ინფორმაციის შეგროვება
** ლოგისტიკურ პროცესებში ჩართვა და კოორდინაცია საოპერაციო გუნდთან
** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ყოველდღიური რეპორტინგი
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობა და გუნდურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** სტრესული სიტუაციების მართვა და პრობლემის ეფექტურად აღმოფხვრა;
** ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნება;
** განვითარებაზე ორიენტირება;
სტაჟირების 1 თვიან პერიოდში შრომითი ანაზღაურება გახლავთ ფიქსირებული. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ შრომითი ანაზღაურება გაორმაგდება (ასევე დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა)
თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მიმდინარე წლის 30 ივნისის ჩათვლით ელ-ფოსტაზე: info@charter-link.ge.
გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ დასახელება "სტაჟირება"
|
|
|
|