დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გასგო მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 16 ივნისი
/ ბოლო ვადა: 16 ივლისი
|
შპს "გასგო მოტორსი" არის ავტონაწილების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, რომელიც 15 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე. ჩვენ ვფლობთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ 3000მ²-იან საწყობს, სადაც ინახება 4000-მდე სახეობის პროდუქტი: საქარე მინები, ავტონაწილები, ძარის ნაწილები და სხვა.
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მდებარეობა: თბილისის გეზის მიმდებარე ტერიტორია (ლილო)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (6 დღე სამუშაო, 1 დღე დასვენება)
ანაზღაურება: 3500₾ + ბონუსი 2500₾ ინვენტარიზაციების და შეკვეთების სიზუსტის მიხედვით (ხელზე ასაღები).
ვაკანსიის აღწერა:
ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ საწყობის მენეჯერს, რომელიც გაუძღვება საწყობის ყოველდღიურ ოპერაციებს, მართავს თანამშრომლებს და უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტითა და ეფექტურობით მომუშავე გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და კონტროლი (მიღება, დასაწყობება, შეგროვება, გატანა)
** დაახლოებით 15 თანამშრომლის მართვა
** მობილური მოწყობილობებისა და შტრიხკოდული სისტემების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა
** შეკვეთების სიზუსტის და ინვენტარიზაციის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი
** თანამშრომელთა ეფექტიანობის შეფასება და მართვა
მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საწყობის მენეჯმენტში
** სასაწყობე პროგრამებთან და შტრიხკოდულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
** მენეჯერული და ორგანიზაციული უნარები
** შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი
** დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ანაზღაურება: ფიქსირებული: 3500₾
დამატებითი ბონუსი:
** შეკვეთების სიზუსტე ≥ 99% - 500₾
** დაუზიანებელი პროდუქცია < 0.5% - 500₾
** ინვენტარიზაციის გადახრა < 0.5% - 1500₾
ჯამური ანაზღაურება წარმატებული შედეგის შემთხვევაში - 6000₾ (ხელზე ასაღები)
კონტაქტი:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: GasgoVacancy@gmail.com
|
|
|
|