დასახელება:
პროექტების მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ალტა
|
გამოქვეყნდა: 16 ივნისი
/ ბოლო ვადა: 16 ივლისი
|
"ალტა" ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.
"ალტა" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროექტების სრული ციკლის მართვა (იდეების გენერირება, დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი);
** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან და გარე მომსახურე კომპანიებთან ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
** პროექტების შეფასება და ანალიზი, პროექტების შედეგების მუდმივი ანალიზი (ROI, შედეგების ეფექტურობა) და ხარისხის კონტროლი;
** პროექტის ბიუჯეტის განსაზღვრა და მართვა;
** რისკების იდენტიფიცირება და მართვა;
** რესურსის სწორი გადანაწილება და პროექტში ჩართული გუნდების კოორდინირება;
** პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და რეგულარული რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ ინიცირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით;
** პროექტების მართვის პროგრამების ცოდნა: MS Project, Jira და ა.შ;
** სასურველია PMP ან სხვა შესაბამისი სერთიფიკატი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური, სტრატეგიული და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ორგანიზაციული და დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ განაცხადი "შეავსე სააპლიკაციო ფორმა" ღილაკის მეშვეობით.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/NrhC6fyAlY
|
|
|
|