Робота для біженців з України
ავტომობილის მრეცხავი პარტნიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომობილის მრეცხავი პარტნიორი
მომწოდებელი: ქარაფი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
კომპანია ქარაფი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე - ავტომობილის მრეცხავი პარტნიორი (მისამართებზე).

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ყოველ დღე, 10:00 - 19:00
დასვენება: 4 ანაზღაურებადი დასვენება ყოველ თვე
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი 600 ლარამდე

კომპანიის საქმიანობა:

** კომპანია ქარაფი წარმატებით ოპერირებს 2024 წლის მარტიდან.
** მომხმარებლები იძახებენ ქარაფის მომსახურებას სახლთან/სამსახურთან დაპარკინგებული ავტომობილების გასარეცხად.
** ჩვენი პარტნიორი მიდის მომხმარებლის მისამართზე მოპედით და ჩანთაში განთავსებული ინვენტარით რეცხავს ავტომობილს.
** ინვენტარის ჩანთაში არის: მიკროფიბერის ნაჭრები, ჯაგრისები, სპრეი ბოთლებში: 2 ლიტრი წყალი და 2 ლიტრი სპეციალური ქაფი.

მოვალეობა:

შეკვეთის მიღებისას მომხმარებლის მისამართზე მოპედითა და ინვენტარით მისვლა და ავტომობილის გარეცხვა შიგნიდან და გარედან.

სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მოტივირებული
** შრომისმოყვარე
** ქართული ენის ცოდნა
** მართვის მოწმობა B ან AM კატეგორია
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** რუკისა და მისამართების დახმარებით თბილისში სწრაფი ნავიგაციის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვწერეთ ტელ. ნომერი ჩვენს ელ. ფოსტაზე: info@carup.ge ან Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/carup.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე