Робота для біженців з України
მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: Saloni
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
ავეჯის საერთაშორისო ბრენდ "Saloni"-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავეჯის იმპორტი საცალო და საპროექტო მიმართულებით.

სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში
სამუშაო ადგილი: ბათუმი, შ. ხიმშიაშვილის ქ. 1
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 1-2 თვე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან მომსახურების და პროცედურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
** დაქვემდებარებული პირების ყოველდღიური სამუშაო პროცესის მართვა / შეფასება;
** შოურუმის პერსონალის მიერ მომხმარებელთა სრულყოფილი მომსახურების კონტროლი კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტის მომსახურება და კონფლიქტური სიტუაციის თავის არიდების მიზნით შესაბამისი ზომების მიღება;
** შოურუმის ვიზუალური მოწესრიგებულობის დაცვა;
** შოურუმში საქონლის განთავსების ორგანიზება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** ყოველთვიურად შოურუმის ნაშთის ბრუნვადობის მონიტორინგი;
** საქონლის მარაგების, ნაშთების კონტროლი, დეფექტური მარაგების აღრიცხვა და მართვა პროცედურების შესაბამისად;
** კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად სამოქმედო გეგმებისა და ამოცანების დასახვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
** ბაზრის და კონკურენტების შესწავლა და მენეჯმენტისთვის შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება ავეჯის სფეროში;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, თურქული, სასურველია რუსულიც);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;

რას გთავაზობთ:

** სტაბილური დასაქმება და გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** კარიერული ზრდის პერსპექტივა;
** გამოცდილების გაზიარების და ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით პერიოდული მივლინებები დამფუძნებელი კომპანიის ოფისში;
** ანაზღაურება 3, 000 დარიცხული + ბონუსი გაყიდვების %.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: saloni.georgia11@gmail.com

ვებგვერდი: https://saloni.furniture/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე