დასახელება:
კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ქართუ-უნივერსალი
|
გამოქვეყნდა: 16 ივნისი
/ ბოლო ვადა: 16 ივლისი
|
შპს "ქართუ - უნივერსალი" ნაყინის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც 1997 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია აწარმოებს ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ბრენდებს - "თოლია"- ს და "კამპარა" - ს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://tolia.ge/
ყველაზე გემრიელი და მხიარული გუნდი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** კლიენტების კონსულტირება და მომსახურება;
** სალაროსთან და პროგრამასთან მუშაობა;
** პროდუქციის მიღება და განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით;
** სანაყინე დანადგარების გამართული მუშაობისთვის შესაბამისი პროცედურების დაცვა;
** უსაფრთხოების და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** პროგრამების ცოდნა: MS Excel; 1C თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
ადგილი: გორი
გრაფიკი: დღეში 6-8 საათი
ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური საათები;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@tolia.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
თოლია წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|