დასახელება:
კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
Saloni
|
გამოქვეყნდა: 16 ივნისი
/ ბოლო ვადა: 16 ივლისი
|
ავეჯის საერთაშორისო ბრენდ "Saloni"-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავეჯის იმპორტი საცალო და საპროექტო მიმართულებით.
სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში;
სამუშაო ადგილი: ბათუმი, შ. ხიმშიაშვილის ქ. 1
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 1-2 თვე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შოურუმში მოსული მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, რომელიც გულისხმობს: მომხმარებლის საჭიროებების შესწავლას, პროდუქციის ასორტიმენტის და მახასიათებლების გაცნობას, მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზებას;
** შეკვეთის მიღება, დაჯავშნა და დოკუმენტირება;
** პროდუქციის გაყიდვების ხელშეწყობა და კომპანიის მიერ დაგეგმილ აქციებში აქტიური თანამონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ავეჯის გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, თურქული, სასურველია რუსულიც);
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი.
რას გთავაზობთ:
** სტაბილური დასაქმება და გრძელვადიანი თანამშრომლობა
** კარიერული ზრდის პერსპექტივა
** გამოცდილების გაზიარების და ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით პერიოდული მივლინებები დამფუძნებელი კომპანიის ოფისში.
ანაზღაურება: 1, 500 დარიცხული + ბონუსი გაყიდვების %.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: saloni.georgia11@gmail.com
ვებგვერდი: https://saloni.furniture/
|
|
|
|