Робота для біженців з України
შესყიდვების ოპერატორი - ოზურგეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: გურიის მინერალური რესურსების ჯგუფი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
შპს "გურიის მინერალური რესურსების ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ოპერატორის პოზიციაზე ოზურგეთში.

მოვალეობები:

** შესყიდვების პროცესის მართვა და ოპტიმიზაცია
** მომწოდებლებთან ურთიერთობის წარმართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
** ფასებისა და პირობების შეთანხმება გენერალურ ან აღმასრულებელ დირექტორთან;
** შეკვეთების მონიტორინგი და ლოჯისტიკის კოორდინაცია

მოთხოვნები:

** შესყიდვების მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი)
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (B2 დონე)
** მოლაპარაკებების და ანალიტიკური უნარები
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი

კომპანია გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: info@bentonit.ge აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე