დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
Ponto Holding
|
გამოქვეყნდა: 16 ივნისი
/ ბოლო ვადა: 16 ივლისი
|
ჰოლდინგური კომპანია "Ponto Holding" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (10:00-18:00)
ანაზღაურება: 2300 ლარი (ნეტი)
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, განცხადებები, ბრძანებები, შინაგანაწესი და სხვა) მომზადება, კორექტირება და მართვა;
** მიმდინარე და ახალი პროექტების მართვა;
** დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
** სამართლებრივი მხარდაჭერა პროექტების განვითარების ყველა ეტაპზე;
** კომპანიის საქმიანობაში წარმოშობილი იურიდიული საკითხების დროული და კომპეტენტური გადაწყვეტა;
** თანამშრომელთა ინფორმირება საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და შესაბამისი კონსულტაციების გაწევა (შრომითი, სამეწარმეო, სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით);
** იურიდიული პოლიტიკის, პროცედურებისა და რეგულაციების შემუშავება/განახლება/მართვა;
** თანამშრომლებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მართვა გუნდთან ერთად;
** HR გუნდის კონსულტირება შრომითი ურთიერთობების, დისციპლინური საკითხებისა და შიდა დოკუმენტაციის მართვასთან დაკავშირებით;
** ბიზნეს-მოლაპარაკებებსა და კომპანიის კომუნიკაციურ პროცესებში ჩართულობა იურიდიული მხარდაჭერის თვალსაზრისით;
** ოფიციალური კორესპონდენციის, ნებართვების, რეგისტრაციებისა და სამართლებრივი პროცედურების კოორდინაცია შესაბამის ორგანოებთან, პარტნიორებთან და მესამე პირებთან;
** ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და რისკების შეფასება;
** იურიდიული შინაარსის ანგარიშების მომზადება საჭიროებისამებრ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
პიროვნული თვისებები:
** განვითარებაზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური მუშაობის უნარი სტრესულ გარემოში;
** პუნქტუალურობა და კომუნიკაბელურობა.
** ინგლისურად და ქართულად გამართულად საუბრის, კითხვისა და წერის უნარები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: nikagochelashvili.office@gmail.com
|
|
|
|