Робота для біженців з України
ლაბორანტი - ოზურგეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორანტი
მომწოდებელი: გურიის მინერალური რესურსების ჯგუფი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
შპს "გურიის მინერალური რესურსების ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე ოზურგეთში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00სთ.
ანაზღაურება: დეტალები კანდიდატთან გასაუბრებისას გახდება ცნობილი

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ქიმიური ან ტექნოლოგიური (ბენტონიტური თიხები) მიმართულებით;
** მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (მრეწველობის სფეროში): არანაკლებ 2-3 წელი;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა აუცილებელი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო ლაბორატორიის ყოველდღიური საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
** დადგენილი ტექნოლოგიური რეჟიმის შესრულების კონტროლი წარმოების პროცესის ყველა ეტაპზე;
** ლაბორატორიის ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
** ცდების და ექსპერიმენტული სამუშაოების განხორციელება მასალის, მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლის მიზნით;
** ლაბორატორიის აღჭურვილობის და გახარჯული მასალების აღრიცხვა. შესაბამის ჟურნალების წარმოება;
** ნედლეულის, დამხმარე მასალების და მზა პროდუქციის ანალიზი;
** ლაბორატორიის ინვენტარის, რეაქტივების სათანადო მდგომარეობაში შენახვა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული და ყურადღებიანი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: info@bentonit.ge აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე