Робота для біженців з України
აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე - ოზურგეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: გურიის მინერალური რესურსების ჯგუფი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
შპს "გურიის მინერალური რესურსების ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწეს პოზიციაზე ოზურგეთში.

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ინტერნეტში მუშაობის უნარი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება იდენტურ თანამდებობაზე;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 (ერთი საათი დასვენება);
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი);
ანაზღაურება: კანდიდატთან შეთანხმებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან ურთიერთობა: სატელეფონო ზარების მიღება, კონსულტაციის გაწევა, სპეციალისტთან გადამისამართება;
** აღმასრულებელი დირექტორის მიერ გაცემული დავალებების შესრულება;
** მიმდინარე საკითხების მოგვარება.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
** ათვისების უნარი; დავალებებისთვის თავის ადვილად გართმევის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** თავაზიანი.

ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-მისამართზე: info@bentonit.ge

CV ფოტო სურათის გარეშე არ განიხილება!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე