Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი მოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: კაბა
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
"კაბა" არის ქართული ბრენდი, ჩვენ 20 წელია ვოპერირებთ საქართველოს ბაზარზე. "კაბა" წარმოადგენს საწარმოს და მაღაზიათა ქსელს. ჩვენს ქსელში ასევე შეხვდებით ჩვენს პარტნიორ ბრენდებს: გეფერინი, ოპალი, ბიბილაური, კალეისი, რატიანი, ოდელა, ლირდე და სხვა.

"კაბა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** მაღალი ანაზღაურება;
** -40% კორპორაციული ფასდაკლება;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** იდეების წახალისება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** "ფიტპასის" მომსახურება

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ანაზღაურება - საშუალო თვიური ანაზღაურება 1100-1300
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე (1 საათი შესვენება));
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება;
** პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო სივრცის მოწესრიგება;
** პროდუქციის მიღება;
** პროდუქციის გაყიდვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება.

კანდიდატთა შერჩევა:

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: office@kabaofficial.ge. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - გაყიდვების კონსულტანტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე