დასახელება:
ადმინისტრაციული სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Delta Translation Group
|
გამოქვეყნდა: 16 ივნისი
/ ბოლო ვადა: 16 ივლისი
|
"დელტა თარჯიმნობითი ჯგუფი" უნივერსალური თარგმანის მომსახურების კომპანიაა (http://www.delta.org.ge), რომელიც სპეციალიზებულია წერილობითი და ზეპირი თარგმანის მომსახურებაზე: ტექნიკურ, ეკონომიკურ, სამედიცინო, ფინანსურ მენეჯმენტსა და სხვა სფეროებში.
კომპანიას აქვს საკუთარი თარგმანის პროდუქტები, მათ შორის ონლაინ ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური ლექსიკონი: http://www.iword.ge; http://www.delta.org.ge
"დელტა თარჯიმნობითი ჯგუფი" ეძებს პროფესიონალს "დელტა თარჯიმნობითი ჯგუფის" ადმინისტრაციული სპეციალისტის პოზიციისთვის
ანაზღაურება: 1400 ლარი (დარიცხული)
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებთან ურთიერთობების ადმინისტრირება;
** თარგმანის ადმინისტრირება და მთარგმნელებთან ურთიერთობა;
** შემოსული და გასული წერილების კორესპონდენცია;
** კომპანიის წესდებით, შინაგანაწესით, კომპანიის დირექტორის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მინიმალური განათლება - ბაკალავრის დიპლომი (ბიზნეს ადმინისტრირება, ფსიქოლოგია ან სხვა მონათესავე სფერო);
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.
** კარგი ანალიტიკური უნარები;
** დეტალების შესანიშნავი აღქმის უნარი;
** დამოუკიდებლად და/ან გუნდთან ერთად მუშაობის და მკაცრი ვადების დაცვის უნარი
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** კეთილგანწყობა;
** მოწესრიგებულობა;
** კოლეგიალურობა;
** აქტიურობა;
** გუნდური მუშაობა
რას გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიანი ხელფასი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** პროფესიული ტრენინგები
** მეგობრული სამუშაო გარემო
შეფასება
კვალიფიციური კანდიდატების შეფასება შესაძლებელია კომპეტენციებზე დაფუძნებული გასაუბრების და/ან შეფასების სხვა მეთოდების მეშვეობით და შესაძლოა, მათ გაუფორმდეთ ანაზღაურებადი საცდელი პერიოდი.
თქვენი რეზიუმე შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მითითებული აპლიკაციის გამოყენებით: https://docs.google.com/forms/d/1884nBU7PoR5ehhW1JFajrqFduzxzZs2jNpBHEMR8sTU/edit
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|