დასახელება:
ენისა და მეტყველების თერაპევტი
|
მომწოდებელი:
StepUp
|
გამოქვეყნდა: 16 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
არასამთავრობო ორგანიზაცია "სთეფ-აფ" აცხადებს ვაკანსიას ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე.
ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი "სთეფ აფ" ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.
ადგილმდებარეობა: რუსთავი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი (ლოგოპედის/მეტყველების თერაპევტის)
** მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება შესაბამისი სპეციალობით.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (WORD, EXCEL, INTERNET) ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, კოლეგიალურობა.
უნარები:
** ანალიტიკური და ლოგიკური პრობლემების გადაჭრა;
** რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობა;
** გუნდურად მუშაობა;
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** თვითმოტივაცია;
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბავშვთან მუშაობა. მუშაობის პროცესში ბავშვის უნარების და საჭიროებების გათვალისწინება.
** მშობლის გაძლიერებაზე მუშაობა, მშობლის მუშაობის პროცესში ეტაპობრივი ჩართვა, რათა მან შეძლოს ყოველდღიურობაში ბავშვის კომუნიკაციისა და მეტყველების სწორი სტიმულირება (ძალდაუტანებელი და პოზიტიური).
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info1.stepup@gmail.com განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 20 ივლისი. გთხოვთ, მეილში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|