დასახელება:
რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისი
|
გამოქვეყნდა: 16 ივნისი
/ ბოლო ვადა: 16 ივლისი
|
სასტუმრო "Holiday Inn Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველ დილით სტუმრების სიის და მათი მოთხოვნების შემოწმება;
** ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება;
** ოთახების დასუფთავების დროების სიის დალაგება;
** სტუმართან თავაზიანი შეხვედრა. რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
** სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა;
** სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
** სტუმრების მიერ ანგარიშების დროულად დახურვის უზრუნველყოფა;
** გამსვლელთა სიის ანგარიშების წარმოება;
** სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება;
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ;
** სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ
მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** ქართული, ინგლისური ენის ცოდნა
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** დაზღვევას;
** კვებას;
** ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/5JO0nuFvkw
|
|
|
|