Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: შოკოტელა
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
ხელნაკეთი არტ შოკოლადების ბრენდი "შოკოტელა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და სწორად შერჩეული პროდუქციის შეთავაზება;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ფასების კონტროლი;
** სალაროსთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა;
** სამუშაო გარემოს მოწესრიგება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა აქტიური კონსულტაციის გაწევის გამოცდილება - მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება, პროდუქციის დეტალური პრეზენტაცია და გაყიდვის პროცესის წარმართვა;
** სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ინფორმაციის სწრაფი და ხარისხიანი ათვისების უნარი.

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (2-2 გრაფიკი)
** სამუშაო დღეები: 12 საათიანი ცვლები, 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ძველი თბილისი, სიონის 8 (შარდენის მიმდებარე ტერიტორია)
** დაგხვდებათ კომფორტული სამუშაო გარემო, სასიამოვნო, პოზიტიური მომხმარებლები.
** ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსები გაყიდული პროდუქციიდან

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე: info@chocotella.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე