Робота для біженців з України
მიმტანი - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: რესტორანი მაისი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივლისი
"Mountaway Group" ყაზბეგში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც 8 წელია სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ოპერირებს და აერთიანებს სარესტორნე და სასტუმრო სივრცეებს.

რესტორანი "მაისი" შოუ ქიჩენ ტიპის კონცეფტუალური რესტორანია.

მენიუს ფილოსოფია დაფუძნებულია ქართულ გემოებზე და ადგილობრივ პროდუქტებზე, რაც უზრუნველყოფს როგორც ავთენტურობას, ისე საინტერესო კულინარიულ გამოცდილებას

რესტორანი "მაისი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრის მიღება და მათთვის ადგილის სერჩევა
** შეკვეთების მიღება და დროული მიწოდება
** პოს სისტემის და სხვა აღჭურვილობის სწორი გამოყენება, მოვლა
** მენიუს დეტალური ცოდნა, სტუმრებისთვის შესაფერისი რეკომენდაციის მიცემა.
** რესტორნის სხვა პერსონალთან გუნდური მუშაობა და კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საჭირო ტექნიკასთან და პოს სისტემასთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1.MID დონეზე

სამუშაო გრაფიკი: 8 საათი, დასვენებებით, მცოცავი, კვირაში 5 დღე
შესაძლებელია დასვენებების დაგროვება და ერთად გამოყენება

ანაზღაურება: 1700 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: info@mountaway.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე