Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Bright Academy
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
ბავშვთა განვითარების ცენტრი "ბრაით აკადემი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** თავაზიანი ურთიერთობა ორგანიზაციაში მომსვლელ პირებთან;
** ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით მომხმარებლების მიღება და დაკვალიანება;
** სასურველი ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა მომსახურებისა და ტარიფების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ან /და შესაბამის პირთან გადამისამართება;
** მოტანილი ამანათების/წერილების მიღება, აღრიცხვა და შესაბამის პირისადმი მიწოდება სადისტრიბუციო პირების დაკვალიანება - შესაბამის პერსონალთან დაკავშირება;
** კვალიფიკაციის ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და კლიენტებისათვის მიწოდება;
** მომხმარებლის სისტემაში რეგისტრაცია და შემდგომი მონიტორინგი;
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში ადმინისტრაციული მენეჯერისთვის არსებული ინფორმაციის გადაცემა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ქართულ ენაზე გამართულად საუბარი; სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** ყურადღებიანი და კეთილგანწყობილი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 15 ივლისამდე გამოგვიგზავნოთ CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@brightacademy.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე