Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=642238&print=yes&view=jobs
 
უფროსი სპეციალისტი - სიღნაღი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: იუსტიციის სახლი
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
სსიპ "იუსტიციის სახლი" აცხადებს ვაკანსიას ქ. სიღნაღის ქორწინების სახლში უფროსი სპეციალისტის (შრომითი ხელშეკრულება) შესარჩევად.

კონკურსი ცხადდება ერთ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. სიღნაღის ქორწინების სახლი
სამუშაო საათები: ქ. სიღნაღის ქორწინების სახლი იმუშავებს 24 საათის განმავლობაში, შესაბამისად პოზიცია გულისხმობს ღამის ცლაში მუშაობას.

იუსტიციის სახლი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო სერვისების უმრავლესობაა მოქცეული. იუსტიციის სახლის ძირითად ფუნქციას მომხმარებლისათვის ერთი ფანჯრის პრინციპით, კომფორტულ გარემოში, მარტივი პროცედურებითა და მაღალი ხარისხით, სერვისების მიწოდება წარმოადგენს. შესაბამისად, მისი საქმიანობა მუდმივად მიმართულია მომსახურების ხარისხის განვითარებაზე, ხელმისაწვდომობის ზრდასა და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შეთავაზებაზე. მარტივი პროცედურებისა და მრავალფეროვანი სერვისების დანერგვით, სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმით, იუსტიციის სახლი მნიშვნელოვნად ამარტივებს მოქალაქეების ურთიერთობას სახელმწიფოსთან. ყოველდღიურად, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ ფილიალებში, 20 000-ზე მეტ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს 500-მდე სერვისს აწვდის.
თუ გსურთ, გახდეთ იუსტიციის სახლის გუნდის წევრი, მზად ხართ განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის მიჰყევით ბმულს, გაიარეთ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე https://www.hr.gov.ge/ და მისი საშუალებით გამოაგზავნეთ განაცხადი შესაბამის ვაკანსიაზე - უფროსი სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულება) ქ. სიღნაღის ქორწინების სახლში.

განცხადებების გაკეთების ბოლო ვადაა 22.06.2025
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია