დასახელება:
სატელეფონო ცენტრის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
იუსტიციის სახლი
|
გამოქვეყნდა: 14 ივნისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
სსიპ "იუსტიციის სახლი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის სპეციალისტების შესარჩევად.
კონკურსი ცხადდება 10 პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ზუგდიდის იუსტიციის სახლი
სამუშაო საათები: სსიპ "იუსტიციის სახლის" სატელეფონო ცენტრი მუშაობს 24 საათის განმავლობაში. შესაბამისად, პოზიციაზე დასაქმება გულისხმობს სპეციალურ ცვლებში მუშაობას, მათ შორის ღამის საათებში.
იუსტიციის სახლი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო სერვისების უმრავლესობაა მოქცეული. იუსტიციის სახლის ძირითად ფუნქციას მომხმარებლისათვის ერთი ფანჯრის პრინციპით, კომფორტულ გარემოში, მარტივი პროცედურებითა და მაღალი ხარისხით, სერვისების მიწოდება წარმოადგენს. შესაბამისად, მისი საქმიანობა მუდმივად მიმართულია მომსახურების ხარისხის განვითარებაზე, ხელმისაწვდომობის ზრდასა და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შეთავაზებაზე. მარტივი პროცედურებისა და მრავალფეროვანი სერვისების დანერგვით, სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმით, იუსტიციის სახლი მნიშვნელოვნად ამარტივებს მოქალაქეების ურთიერთობას სახელმწიფოსთან. ყოველდღიურად, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ ფილიალებში, 20 000-ზე მეტ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს 500-მდე სერვისს აწვდის.
თუ გსურთ, გახდეთ იუსტიციის სახლის გუნდის წევრი, მზად ხართ განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის მიჰყევით ბმულს, გაიარეთ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე https://www.hr.gov.ge/ და მისი საშუალებით გამოაგზავნეთ განაცხადი შესაბამის ვაკანსიაზე - სატელეფონო ცენტრის სპეციალისტი (ზუგდიდი).
განცხადებების გაკეთების ბოლო ვადაა 22.06.2025
|
|
|
|