Робота для біженців з України
მობილური ჯგუფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მობილური ჯგუფი
მომწოდებელი: Tesen Constraction
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივლისი
"Tesen Group" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.
დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.
"Tesen Group "-ის შვილობილი კომპანიებია: "Tesen Constraction", " Tesen Rental", "Tesen Trade" და "Tesen Production".
თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ტესენ ჯგუფის" სავიზიტო ბარათია.

"Tesen Constraction" აცხადებს ვაკანსიას მობილური ჯგუფის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა - თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ჯგუფის უფროსისგან მიღებული დავალებების შესრულება;
** ხელსაწყოების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება;
** დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება;
** ნებისმიერი გადაადგილების (ადამიანური რესურსი, ძირითადი საშუალება და ა.შ.) შესახებ წინასწარ კომუნიკაცია შესაბამის პირებთან;
** დამატებითი ტექნიკური ან ლოგისტიკური დავალებების შესრულება ხელმძღვანელის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** სამშენებლო სამუშაოების პრაქტიკული გამოცდილება.

უნარები და კომპეტენციები:

** ინსტრუქციების ზუსტი შესრულების უნარი;
** ტექნიკის სწორად გამოყენების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ფიზიკური გამძლეობა და შრომისუნარიანობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ბონუს სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო მობილური პაკეტი;
** Fitpass კორპორატიული ფასდაკლების ბარათი;
** სწავლის დაფინანსება;
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tesengroup.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე