Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=642222&print=yes&view=jobs
 
ინჟინერი/მშენებელი ინჟინერი - თბილისი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი/მშენებელი ინჟინერი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივლისი
სამშენებლო კომპანია შპს "Construction Service" ვაკანსიას აცხადებს ინჟინრის/მშენებელი ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი/ რუსთავი

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: მაღალი (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
** თქვენზე მორგებული ინდივიდუალური სოციალური პაკეტები;
** საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობა;
** პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლების შესაძლებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის/ მაგისტრის ხარისხი სამშენებლო ინჟინერიის, მშენებლობის;
** ხიდების სპეციალიზაციით გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
** მინიმუმ 3-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება მშენებლობის მიმართულებით;
** მშენებლობის მენეჯმენტში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** პროგრამების ცოდნა, AutoCAD და Archicad;
** მშენებლობის ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების ძლიერი უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმართის უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

** გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
** გასაუბრება დირექტორთან და უშუალო ხელმძღვანელთან.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV vacancy@cs.ge
მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.
დაგვიკავშირდით: 577 078 883

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service`დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან,
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია