დასახელება:
არქიტექტორი
|
მომწოდებელი:
109 გრადუსი
|
გამოქვეყნდა: 14 ივნისი
/ ბოლო ვადა: 14 ივლისი
|
არქიტექტურული სტუდია "109 გრადუსი" ვეძებთ ჩვენი გუნდის მომავალ წევრს.
არქიტექტორი, რომელიც შეირჩევა ვაკანტურ პოზიციაზე აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** უნდა იყოს პროფესიონალი არქიტექტორი (მიღებული ჰქონდეს არქიტექტურული განათლება);
** უნდა ჰქონდეს არქიტექტორად მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება;
** სრულფასოვნად ფლობდეს Revit-ს;
** უნდა შეეძლოს პროექტის სრულყოფილი და დეტალური დამუშავება; შეეძლოს პროექტის მომზადება არქიტექტურის სამსახურში შესათანხმებლად;
** დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს მუშა დოკუმენტაციის შედგენა;
ჩვენი საპროექტო მდებარეობს ლისი ვერანდაზე, მის. თუთის ქუჩა 13 ბ. სამუშაო საათები ორშაბათი-პარასკევი 11:00-დან 19:00 საათამდე.
ანაზღაურება 4000 ლარი. (არქიტექტორის უნარების შესაბამისად მომავალში ზრდის პერსპექტივით). ინფორმაციას ჩვენი გუნდის და პროექტების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს Facebook გვერდზე https://www.facebook.com/109degree.georgia
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი სურვილია შერჩეულ კანდიდატთან გვქონდეს მრავალწლიანი თანამშრომლობა. არ განიხილება დისტანციურად და ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა. ვინც აკმაყოფილებთ ამ პირობებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, თქვენი CV და პორტფოლიო მოგვაწოდოთ მისამართზე 109gradusi@gmail.com გთხოვთ, დოკუმენტაცია მოგვაწოდოთ ქართულ ენაზე, PDF ფორმატში. ნუ დაკარგავთ დროს პორტფოლიოს გრაფიკულ გაფორმებაზე, მთავარია მოწოდებული მასალა გვაძლევდეს ზუსტ წარმოდგენას თქვენ შემოქმედებით და ტექნიკურ შესაძლებლობებზე. გაითვალისწინეთ ონლაინ პორტფოლიოების განხილვა არ მოხდება.
P.S. სტუდენტთა და მათ საყურადღებოდ ვინც ვერ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ამჟამად არ გვაქვს დამწყები არქიტექტორის ვაკანტური პოზიცია.
ყველას გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|