დასახელება:
საწყობის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
გამოქვეყნდა: 14 ივნისი
/ ბოლო ვადა: 14 ივლისი
|
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" ცენტრალურ საწყობში აცხადებს ვაკანსიას საწყობის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო ადგილი: ლილო, ერეკლე მეორის 89
სამუშაო გრაფიკი: 09:00- 18:00 კვირაში 6 დღე
საწყისი ანაზღაურება: 2500 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში პროდუქციის მიღების/გაცემის პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** ფილიალებისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების მონიტორინგი;
** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორი
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია საწყობის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
** საწყობის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აპექსი ან მსგავსი);
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|